ჩვენს შესახებ

კომპანიის შესახებ

FSolution-ი არის კომპანია, რომელიც სავალუტო ჯიხურებს სთავაზობს მარტივ და მოქნილ პლათფორმას "EXFER სავალუტო პუნქტის მართვის პროგრამა". სისტემა 100%-ით აკმაყოფილებს დღევანდელ რეგულაციებს, რომელიც მიღებულია ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ჩვენ ვაწვდით მომხმარებელს პროდუქტს, რომელის ხარისხიც მაღალია, ახალია და გააჩნია ხელმისაწვდომი ფასი. FSolution-ი თანამშრომლობს საიტთან taripebi.ge და სისტემაში დარეგისტრირებული ყველა ჯიხურის კურსი მოხვდება taripebi.ge-ს საიტზე, რომელსაც დღეში დაახლოებით 10 000 მდე მომხმარებელი ნახავს.

EXFER პროგრამა სავალუტო პუნქტს ეხმარება შემდეგი ამოცანების შესრულებაში:

  • სავალუტო კონვერტაციების აღრიცხვა.
  • ბუღალტრული აღრიცხვა და მოგება/ზარალის ავტომატური დათვლა.
  • ეროვნულ ბანკში წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების დათვლა.
  • ფინანსურ მონიტორინგში გასაგზავნი შეტყობინებების დათვლა.

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით